DAAD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტი
დრო: 12 ოქტომბერი / 15:00 სთ.
DAAD მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც საერთაშორისო დონეზე სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას უზრუნველყოფს. მისი ცენტრალური ოფისი გერმანიაში, ქ. ბონში მდებარეობს.
DAAD-ის საქმიანობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მას ხშირად გერმანიის საგარეო პოლიტიკის ,,მესამე საყრდენსაც“ უწოდებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საჭირო გახდა მკაფიოდ განსაზღვრულიყო ამ „საყრდენის“ როლი ახალ რეალობაში. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრას „პარადიგმათა ცვლა“ და „ისტორიული ეპოქის დასასრული“ უწოდა, რაც თავისთავად ხაზს უსვამს გერმანიის არა მხოლოდ საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, არამედ საგარეო პოლიტიკის საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულებების ცვლილებას.
მოხსენება გერმანული (და ევროპული) პერსპექტივიდან წარმოაჩენს 2022 წლის 24 თებერვლის მოვლენების ზეგავლენას აკადემიურ გაცვლით ურთიერთობებსა და სამეცნიერო თანამშრომლობებზე. ამასთან, განხილული იქნება „მეცნიერების, როგორც დიპლომატიის ინსტრუმენტის“ ცნება და მოხდება მისი, როგორც „საერთაშორისო აკადემიურ ურთიერთობებზე დაფუძნებული რეალური პოლიტიკის“ ახლებური გააზრება.