გერმანია უცხოელ დოქტორანტებს და მეცნიერებს კვლევის მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეცნიერებს სტიპენდიითა და სამუშაო ადგილით უზრუნველყოფენ უნივერსიტეტები, უმაღლესი სასწავლებლები, კერძო და სახელმწიფო არასაუნივერსიტეტო კვლევითი დაწესებულებები, ასევე მსხვილი სამეცნიერო ფონდები, როგორებიცაა გერმანიის კვლევის გაერთიანება (DFG) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მკვლევარებს კვალიფიკაციის ამაღლება შეუძლიათ საწარმოებშიც. ბევრი მათგანი გამოყენებით კვლევებს ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.
იხილეთ ინფორმაცია გერმანიაში სტრუქტურირებული და ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამების შესახებ, გაეცანით დაფინანების შესაძლებლობებს, გადახედეთ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობებს, მიიღეთ პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გერმანიაში გამგზავრებამდე დაგეხმარებათ.
სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ გერმანია ახალგაზრდა მეცნიერებს (Postdocs) კვლევისა და დაფინანსების მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე არასაუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტებსა თუ საწარმოებში.
გერმანია უცხოელ მეცნიერებს სწავლებისა და კვლევის, ასევე სამეცნიერო სფეროში მუშაობის კომფორტულ პირობებს სთავაზობს.
იხილეთ ინფორმაცია კვლევის შესაძლებლობების შესახებ.
გერმანიაში კვლევის წარმოება შესაძლებელია უნივერსიტეტში, გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლეს სასწავლებელში, არასაუნივერსიტეტო კვლევით დაწესებულებებში, საწარმოებში, ასევე ფედერალურ და სახელმწიფო კვლევით ორგანიზაციებში. საერთო ჯამში, გერმანიაში 800-მდე კვლევითი ინსტიტუციაა, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მათ პარალელურად მუშაობს კვლევის და განვითარების არაერთი ცენტრი, რომლებსაც მსხვილი სამრეწველო კონცერნები უმაგრებენ ზურგს.
კვლევა გერმანიაში სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება: სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის არასაუნივერსიტეტო კვლევითი დაწესებულებები და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა. უცხოელი მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის დაფინანსების არაერთი შესაძლებლობა არსებობს.
MBA & Engineering in Life Science Management Programme
Internationally accredited MBA&E providing life science expertise required in leaders of the future combining comprehensive, industry-specific knowledge and management skills.
Study in Berlin - MBA & International Master’s Programmes
Study management in English. Improve your leadership skills. Gain digital know-how. Become part of an international student body. Benefit from many corporate activities, valuable career consultation a...
Kick-start your future career in Financial Management!
If you are interested in management and finance our premium MBA program Financial Management with an optional Dual Degree from UniSC Australia and a Bloomberg Lab could be just right for you!