DAAD-ის ლექტორები და გერმანული ენის ასისტენტები
DAAD-ის ლექტორი თბილისში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიაუნი / ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი
ანიკა ფრიზე
გერმანისტიკა, ისტორიოგრაფია და გერმანული, როგორც უცხო ენა / პოტსდამი და ლისაბონი. 2012-2013 DAAD-ის გერმანული ენის ასისტენტი ნიტეროიში (ბრაზილია). 2014-2019 DAAD-ის ლექტორი ბელგრადში (სერბეთი). 2020-2021 ლექტორი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წლის ოქტომბრიდან DAAD-ის ლექტორი თბილისში.
anika.freesedaad-lektorat.de
DAAD-ის ლექტორი თბილისში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
კათრინ კაზიმირეკი
დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გერმანისტიკისა და ანგლისტიკის, ასევე გერმანულის, როგორც უცხო ენის განხრით. 2017-2019 წლებში მუშაობდა ენის ასისტენტად კალინინგრადის ენების ცენტრში, 2019-2022 წლებში კი DAAD-ის ლექტორად ქალაქ ტომსკში. შემდგომ წლებში გამოცდილება მიიღო გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში, მასწავლებლისა და კოორდინატორის რანგში. ასევე კომპეტენტურია მეთოდიკა-დიდაქტიკის, მასწავლებელთა გადამზადების, ინტერკულტურული სწავლების და კულტურული პროექტების ორგანიზების მიმართულებით. 2024 წლის სექტემბრიდან DAAD-ის ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
kathrin.kazimirekdaad-lektorat.de
DAAD-ის ლექტორი ქუთაისში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიგი ჭინჭარაული
მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უცხო ენებისა და კომუნიკაციის, ასევე გერმანულის, როგორც უცხო ენის განხრით. 2018 წლიდან ასწავლიდა ფრანკფურტის გერმანული ენისა და კულტურის ცენტრში, 2019 წლიდან კი მუშაობდა მასწავლებლად და კოორდინატორად მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. 2022-2023 წლებში DAAD-ის ენის ასისტენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2024 წლის სექტემბრიდან DAAD-ის ლექტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
gigi.chincharaulidaad-lektorat.de
DAAD-ის გერმანული ენის ასისტენტი თბილისში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავიდ პრაიბიში
პოტსდამის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გეოგრაფიისა და რუსული ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 2022-2024 წლებში გოეთეს ინსტიტუტის ენის ასისტენტი ყაზახეთში, კოსტანაის ენების ცენტრში. 2024 წლის სექტემბრიდან DAAD-ის გერმანული ენის ასისტენტი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
davidpreibisch06gmail.com
- 2018-2023 Maxi Bornmann (ქუთაისი)
- 2017-2021, Gebhard Reul (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2017-2018, Berthold Linder (ქუთაისი)
- 2014-2017, Dr. Martin Praxenthaler (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2014-2017, Jakob Hedderich
- 2014-2017, Dana Schluchtmann (ქუთაისი)
- 2011-2014, Dr. Elisabeth Venohr (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2011-2014, Dr. Heiner Dintera
- 2011-2014, Rolf Zeiller (ქუთაისი)
- 2006-2011, Gebhard Reul (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2006-2011, Tanja Grießhammer
- 2007-2011, Daniel Schäf (ქუთაისი)
- 2001-2006, Barbara Wattendorff (2005 წლიდან საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2001-2006, Anne Rörig
- 2003-2005, Andrea Thomas (ქუთაისი)
- 1999-2002, Daphne Springhorn
- 1996-2001, Ludmilla Klotz
- 1996-1999, Kai Franke
- 1994-1996, Marita Stuhlemer
- 1988-1990, Helga Kotthoff