სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია
- გერმანული ენის საზაფხულო კურსი – 41 სტიპენდია
- საერთო სამაგისტრო პროგრამა – 15 სტიპენდია
- სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკის მიმართულებისთვის / ERP – 2 სტიპენდია
- სამაგისტრო პროგრამა მუსიკის მიმართულებისთვის – 1 სტიპენდია
- სამაგისტრო პროგრამა სახელოვნებო მიმართულებისთვის – 2 სტიპენდია
- სადოქტორო პროგრამა – 2 სტიპენდია
- მოკლევადიანი კვლევითი სტაჟირება – 3 სტიპენდია
- ერთწლიანი კვლევითი სტაჟირება – 2 სტიპენდია
- განმეორებითი მოწვევა – 1 სტიპენდია
- კვლევითი ვიზიტი პოსტ-დოკებისთვის – 2 სტიპენდია
- რუსთაველი – DAAD-ის ერთობლივი პროგრამა – 27 სტიპენდია
სტიპენდიატებს წარმატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა და გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცეს. სტიპენდიის გადაცემის ცერემონიის საპატიო სტუმარი გახლდათ DAAD-ის გენერალური მდივანი, დოქტ. კაი ზიქსი, რომელიც DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრა საქართველოს.