Abgeordnetenhaus BERLIN
ბერლინის სათათბიროსთან (Abgeordnetenhaus Berlin) არსებული სასტიპენდიო ფონდი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევის მსურველთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ფონდი გასცემს 15 სტიპენდიას 2023/24 სასწავლო წლისათვის. ყოველთვიური სასტიპენდიო თანხა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის შეადგენს 1.100 ევროს, პოსტდოკებისთვის კი — 1.630 ევროს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.12.2022
დაფინანსების პერიოდი: 01.10.2023 — 31.07.2024