Helmut-Schmidt-Programme
Helmut-Schmidt-Programme [PDF 967,46 KB]
ჰელმუტ შმიდტის პროგრამის ფარგლებში DAAD-ის ფონდი აფინანსებს მომავალ ლიდერებს განვითარებადი და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებიდან (იხ. ჩამონათვალი), რომელთაც სურთ დემოკრატიისა და სოციალური თანასწორობის დამკვიდრებისთვის ბრძოლა. პროგრამა ხორციელდება გერმანიის საგარეო უწყების ძალისხმევით და ხელს უწყობს სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სწორედ იმ მიმართულებებით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აპლიკანტის ქვეყნისთვის.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პოლიტიკის მეცნიერებების, სამართლის, ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის სფეროდან შესაძლებლობა მიეცემათ, კარგი მმართველობის პრინციპებზე აგებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამის ფარგლებში აიმაღლონ აკადემიური კვალიფიკაცია და სათანადოდ მოემზადონ მომავალი პროფესიული კარიერისათვის წამყვან პოზიციებზე საკუთარ ქვეყანებში.
განაცხადის წარდგენის ვადა: 01.06.2023 – 31.07.2023
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.