მონაცემთა დაცვა
www.daad-georgia.org
არაკომერციული გაერთიანება, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (შემდგომში „ჩვენ“ ან „DAAD“) მოხარულია, რომ სტუმრობთ მის ვებგვერდს და გამოხატავთ ინტერესს ორგანიზაციისა და მის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი სივრცე. შესაბამისად უაღრესი სერიოზულობით ვეკიდებით თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხო დამუშავების საკითხს. თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება წარმოებს ევროგაერთიანებაში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ნორმების, კერძოდ კი მონაცემთა დაცვის შესახებ ძირითადი კანონის (შემდგომში „DSGVO“) შესაბამისად. წინამდებარე დეკლარაცია მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შესახებ და განგიმარტავთ თქვენს უფლებებს ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას.
1. 1. პასუხისმგებელი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და მონაცემთა დაცვაზე / საკონტაქტო ინფორმაცია:
მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა დაცვის კანონის თანახმად პასუხისმგებელია:
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – არაკომერციული გაერთიანება („DAAD“)
კენედის ხეივანი N 50
53175 ბონი, გერმანია
ტელ.: + 49 228 882-0
ელ-ფოსტა: datenschutzdaad.de
მონაცემთა დაცვის შესახებ კითხვებისა და წინადადებების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ.
2. მონაცემთა დაცვის საგანი
მონაცემთა დაცვაზე საუბრისას, პირველ რიგში პერსონალური მონაცემები იგულისხმება. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (ე.წ. მონაცემთა სუბიექტი). ინდივიდის მონაცემებს მიეკუთვნება მაგალითად პიროვნების სახელი, გვარი, საფოსტო ან ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი. აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას მოიპოვება, მაგ.: მონაცემები ვებგვერდით სარგებლობის დაწყების, დამთავრებისა და ინტენსივობის შესახებ.
3. მონაცემთა დამუშავების მეთოდი, მოცულობა, მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
წარმოგიდგენთ ზოგად ინფორმაციას DAAD-ის ვებგვერდზე მონაცემთა დამუშავების მეთოდის, მოცულობის, მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.
3.1 წვდომა ჩვენს ვებგვერდზე
თქვენი ტექნიკური მოწყობილობიდან ჩვენს ვებგვერდზე წვდომისას, ხდება შემდეგი მონაცემების მოპოვება:
- ვებგვერდზე წვდომის თარიღი და დრო;
- ვებგვერდის მონახულების ხანგრძლივობა;
- გამოყენებული პროგრამა;
- გაგზავნილ მონაცემთა მოცულობა;
- ინფორმაცია მოვლენის შესახებ;
- IP- მისამართი;
- დომენის სახელი.
აღნიშნული მონაცემები ჩვენთან მუშავდება DSGVO-ს მე-6 მუხლის, 1-ლი პუნქტის, f) ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც მომსახურების უზრუნველყოფის, ტექნიკური გამართულობის და ხარვეზების პრევენციის მიზნით ხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ DAAD-ის ვებგვერდი მონახულებისას ტექნიკურად გამართული დაგხვდეთ. ჩვენს ვებგვერდზე წვდომისას ზემოთჩამოთვლილი მონაცემები ავტომატურად მუშავდება. მათი მოწოდების გარეშე ვერ ისარგებლებთ ჩვენი სერვისით. მონაცემების განადგურება, როგორც წესი, 7 დღის შემდეგ ხდება. თუ ზემოთხსენებული მიზნებისთვის, გამონაკლისის სახით, უფრო დიდი ხნით არ გახდა საჭირო მათი შენახვა. მსგავს შემთხვევაში მონაცემების განადგურება მიზნის შესრულებისთანავე ხდება.
3.2 საკონტაქტო ფორმულარი
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოგვმართოთ სპეციალური საკონტაქტო ფორმულარის საშუალებით.
„საკონტაქტო ფორმულარის“ გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა შემდეგი მონაცემების მითითება: სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი. დამატებით შეგიძლიათ ნებაყოფლობით მოგვაწოდოთ შემდეგი მონაცემები: სქესი, ეროვნება, ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ, ვისგან გაიგეთ ჩვენს შესახებ.
არსებული მონაცემები გამოიყენება თქვენს მიერ დასმული შეკითხვის დასამუშავებლად. მონაცემების დამუშავება მოხდება DSGVO – ს მე-6 მუხლის, 1 -ლი პარაგრაფის, f) ნაწილის თანახმად.
თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება თქვენივე ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით. თქვენს მიერ დასმული შეკითხვის დამუშავების შემდეგ, საკონტაქტო ფორმულარში მითითებული მონაცემები იშლება. გაგზავნის პროცესში, დამატებით მოპოვებული პირადი მონაცემები განადგურდება, თუკი შეკითხვის ამოწურვის შედეგად, მათი გამოყენების აუცილებლობა აღარ იარსებებს.
3.3 საინფორმაციო ფურცელი
ჩვენი საინფორმაციო ფურცლის (უფასო) გამოწერისას, თქვენი პირადი მონაცემებიდან მოგვეწოდება მეილის მისამართი. მითითებულ მეილზე გამოგეგზავნებათ დადასტურების ბმული. საინფორმაციო ფურცლის (Double Opt-In) მიღებას შეძლებთ მხოლოდ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ბმულის გააქტიურების შემდეგ. მონაცემთა დამუშავების ფარგლებში თქვენგან მოითხოვენ დასტურს (gem. Art. 6 Abs. 1 lit. a DSGVO) და მიგითითებენ დეკლარაციაზე მონაცემთა დაცვის შესახებ. საინფორმაციო ფურცლის გამოწერისას თქვენს მიერ დაფიქსირებული მონაცემების გამოყენება ხდება უშუალოდ საინფორმაციო ფურცლის გაგზავნის მიზნით და მათი გადაცემა არ ხდება მესამე პირზე. მეილის მისამართის მოპოვება ჩვენს მიერ მხოლოდ საინფორმაციო ფურცლის მიწოდებას ემსახურება. სხვა პირადი მონაცემების მოპოვება საინფორმაციო ფურცლის გამოწერის პროცესში შესაძლოა ემსახურებოდეს სერვისის ან თქვენი ელ. ფოსტის მისამართის მესამე მხარის მიერ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას.
თუკი აღარ გექნებათ საინფორმაციო ფურცლის მიღების სურვილი, შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა. ამისთვის საჭიროა, დააჭიროთ გამოწერის გაუქმების ბმულს, რომელიც ყოველი საინფორმაციო ფურცლის ბოლოსაა განთავსებული. ამის შემდეგ ჩვენგან აღარ მიიღებთ საინფორმაციო ფურცელს.
თქვენი მონაცემები შეინახება მანამდე, სანამ საინფორმაციო ფურცლის აბონირება აქტუალური იქნება. სხვა შემთხვევაში ისინი წაიშლება. სხვა პირადი მონაცემებიც წაიშლება, როგორც კი აღარ იარსებებს მათი იმ მიზნისთვის გამოყენების აუცილებლობა, რისთვისაც მათი მოპოვება მოხდა.
3.4 სოციალური პლაგინები
მოცემული ვებგვერდი იყენებს სოციალური ქსელების Facebook, Google+ und Twitter-ის სოციალურ პლაგინებს, პროგრამული უზრუნველყოფის დამატებით კომპონენტებს, რომლებიც იმართება Meta Platforms Inc., 1601 S. California Ave, Palo Alto, CA 94304, USA, der Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA, და Twitter Inc., 795 Folsom St., Suite 600, San Francisco, CA 94107, USA მიერ. სამი სიმბოლოდან, რომლებიც Facebook, Google+ und Twitter-ს ასახავენ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და მისი საშუალებით თქვენს მეგობრებს ჩვენი ვებგვერდის მონახულება ურჩიოთ. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია ე.წ. Shariff-ის კოდი. ჩვენი ვებგვერდის გახსნისას, მონაცემების გადაცემა ავტომატურად არ ხდება რომელიმე სოციალურ ქსელში.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოცემულთაგან რომელიმე სოციალურ ქსელს აირჩევთ და შესაბამის სიმბოლოს მონიშნავთ, თქვენი ბრაუზერი სოციალური პლაგინის დახმარებით პირდაპირ აღადგენს კავშირს სოციალური ქსელის სერვერთან. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი სოციალური ქსელის ადმინისტრატორების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე. ადმინისტრატორები ამუშავებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მიიღეს. თუ თქვენ მოცემული სოციალური ქსელებიდან რომელიმეს მოიხმართ, ადმინისტრატორს შეუძლია შესაბამისი გვერდის გამოძახება სოციალურ ქსელში არსებულ თქვენს რომელიმე ანგარიშს დაუკავშიროს. გარდა ამისა, თუ სოციალური პლაგინს გამოიყენებთ, ე.ი. „მოწონებას“ ან „გაზიარებას“ მონიშნავთ, რომელიმე სოციალური ქსელი შესაბამის ინფორმაციას დაამუშავებს. იმ შემთვევაშიც კი, თუ თქვენ არ ხართ არც ერთი მოცემული სოციალური ქსელის მომხმარებელი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს უკანასკნელი სოციალური პლაგინის გზით თქვენს IP-მისამართს გაიგებს და შესაძლოა დაიმახსოვროს კიდეც.
დეტალური ინფორმაცია Facebook, Google და Twitter-ის მიერ მონაცემთა მოპოვების, გამოყენების, გადამუშავების, მოცულობისა და მიზნის შესახებ, ასევე მათ უფლებებსა და მოქმედების არეალზე, შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის მითითებებში მონაცემთა დაცვის შესახებ:
www.facebook.com/policy.php
www.google.de/intl/de/policies/privacy/
www.twitter.com/privacy
www.whatsapp.com/legal/
თუ არ გსურთ, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ვებგვერდის გავლით მიიღონ თქვენს შესახებ მონაცემები, არ დააჭიროთ სოციალური ქსელის არც ერთ სიმბოლოს. სოციალური პლაგინის დაბლოკვა თქვენს სერვერზე შეგიძლიათ Add-ons-ის გამოყენებით.
3.5 Google Analytics
მოცემული ვებგვერდი იყენებს Google Analytic-ს გავრცობილ ფორმას „_anonymizeIp()“. ამ მეთოდით IP-მისამართები შემოკლებული სახით მუშავდება, რაც უზრუნველყოფს პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიუანსების გამორიცხვას. თუკი თქვენს შესახებ მოპოვებულ მონაცემებში გამოიკვეთება პროვნებაზე მიმართება, ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოირიცხება და პიროვნების ამსახველი მონაცემები წაიშლება.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics, რათა შევძლოთ ვებგვერდის გამოყენების ანალიზი და მისი მუშაობის გაუმჯობესება. მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვეძლება ჩვენი მომსახურების სივრცის გაუმჯობესება და თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის გვერდის უფრო საინტერესოდ ჩამოყალიბება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პიროვნების მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიგზავნება, გუგლი ეყრდნობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დადებულ შეთანხმებას მონაცემთა დაცვის შესახებ (https://www.privacyshield.gov/EU-US-Framework).
Google Analytics-ის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს DSGVO-ი (მე-6 მუხლი, 1-ლი აბზაცი, გვ. 1, ნაწილი a), კერძოდ კი თქვენი თანხმობა. ჩვენს მიერ გაგზავნილი, Cooki-ფაილების (მაგ.: მომხმარებლის კოდი) ან სარეკლამო კოდის (ID) საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მონაცემები, 14 დღის შემდეგ ავტომატურად იშლება. იმ მონაცემთა წაშლა, რომელთა შენახვის ვადაც გასულია, ავტომატურად ხდება თვეში ერთხელ.
თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი Cookie-პარამეტრების არჩევით უარი თქვათ Cookie-ფაილების შენახვაზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში სრულად ვერ ისარგებლებთ მოცემული ვებგვერდის ყველა ფუნქციით.
Cookie-პარამეტრების შესაცვლელად, დააწკაპუნეთ აქ: Cookie-პარამეტრების შეცვლა
დამატებითი ინფორმაცია გუგლის, ასევე პერსონალურ მონაცემებთან დამოკიდებულებაზე, შეგიძლიათ მოცემული ბმულების დახმარებით მიიღოთ:
- Google Dublin, Google Ireland Ltd., Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland, Fax: +353 (1) 436 1001.
- http://www.google.com/analytics/terms/de.html, Übersicht zum Datenschutz:
- http://www.google.com/intl/de/analytics/learn/privacy.html
- http://www.google.de/intl/de/policies/privacy
3.6 რუკათა სისტემა
ჩვენს ვებგვერდზე გამოიყენება რუკათა სისტემა Google Maps, Google Inc., Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA („Google”). თუკი რომელიმე გვერდს გახსნით, რომელიც Google Maps-ს შეიცავს, თქვენი სერვერი პირდაპირ დაუკავშირდება გუგლის სერვერს. რუკის შინაარსს გუგლი პირდაპირ გადასცემს თქვენს ბრაუზერს, აქედან კი ის ეგრეთ წოდებული iFrame-ის საშუალებით ვებგვერდთან ამყარებს კავშირს. თუ არ გსურთ, რომ გუგლმა ჩვენი ინტერნეტ გვერდის საშუალებით თქვენს შესახებ მონაცემები მოიპოვოს, დაამუშავოს ან გამოიყენოს, შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში დეაქტივაცია გაუკეთოთ ჯავასკრიპტს. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ გამოიყენებთ რუკის გამოსახულებას. დამატებითი ინფორმაცია გუგლის მიერ მონაცემთა გავრცელების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ გუგლის გვერდზე: https://www.google.com/intl/de/policies/privacy/index.html.
3.7 Google reCAPTCHA სისტემა
მოცემულ ვებგვერდზე ჩვენს მიერ გამოიყენება Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA („Google“) – ს ფუნქცია reCAPTCHA. ფუნქცია საშუალებას იძლევა განვასხვავოთ, მონაცემების შეყვანა რეალური ადამიანისგან მომდინარეობს თუ მანქანური ან ავტომატური წესით ხდება მისი ბოროტად გამოყენება. სერვისი გულისხმობს IP-მისამართის ან საჭიროების შემთხვევაში გუგლის მიერ reCAPTCHA სისტემისთვის მოთხოვნილი მონაცემების გადაგზავნას გუგლისთვის და მათ დამუშავებას (gem. Art. 6 Abs. 1 lit. a DSGVO) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამ სახით ხდება იდენტიფიკაცია ინტერნეტში ადამიანის რეალურ სურვილსა და ბოროტად გამოყენებას შორის, ან სპამს შორის.
Google LLC, რომლის ცენტრალური წარმომადგენლობაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სერტიფიცირებულია ევროპული მონაცემთა დაცვის შეთანხების „Privacy Shield“ ფარგლებში. ეს უკანასკნელი კი უზრუნველყოფს ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მონაცემთა დაცვის ნორმების შენარჩუნებას.
დამატებითი ინფორმაცია Google reCAPTCHA-ს ფუნქციის შესახებ, ასევე გუგლის დეკლარაცია მონაცემთა დაცვის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: https://www.google.com/intl/de/policies/privacy/
3.8 YouTube-ვიდეოები
მოცემული ვებგვერდი შეიცავს ვიდეოპორტალ YouTube-ის ვიდეოკლიპებს. YouTube წარმოადგენს Google Inc.-ის შვილობილი კომპანიის, YouTube LLC-ის პორტალს.
მონაცემთა დაცვის მიზნით, გადავწყვიტეთ, ჩვენს ვებგვერდზე ვიდეოკლიპები განგვეთავსებინა მხოლოდ დეაქტივირებული სახით. შესაბამისად, ჩვენი გვერდის გახსნისას Google-ს არ გადაეცემა მონაცემები. ჩვენს ვებგვერდზე სტანდარტულად მოცემულია მხოლოდ ვიდეოკლიპის სტატიკური გამოსახულება. კლიპის სანახავად უნდა დააკლიკოთ მის გამოსახულებაზე და ამგვარად გაააქტიუროთ იგი. მხოლოდ აღნიშნული აქტივაციის შემდეგ დამყარდება კავშირი Google-ის სერვერებთან და მოხდება მონაცემთა გადაცემა Google-ისთვის. გადაცემული მონაცემების მოცულობას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.
დამატებითი ინფორმაცია მონაცემთა მოცულობაზე, მათი მიღების მიზანზე, აგრეთვე მათ შემდგომ დამუშავებასა და გამოყენებაზე Google-ის მიერ, ისევე როგორც თქვენი უფლებები და თქვენი პირადი მონაცემების დაცვის მექანიზმები იხილეთ Google-ის დეკლარაციაში მონაცემთა დაცვის შესახებ გებგვერდზე: https://www.google.de/intl/de/policies/privacy/.
YouTube-ის გამოყენების პირობები იხილეთ ვებგვერდზე: https://www.youtube.com/t/terms
4. ბმულები მესამე პირთათვის
სხვა მიმწოდებლების ვებგვერდები, ასევე სერვისები, რომლებთან დაკავშირება ამ ვებგვერდის საშუალებით ხდება, მესამე მხარის მიერ იმართება. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მესამე პირის მიერ შექმნილ შინაარს, დიზაინსა და ფუნქციას. ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით სხვა, მესამე პირის მიერ მოწოდებულ შინაარსს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ (ამ გვერდისგან) მოწოდებული შემოთავაზებები, რომელიც მესამე პირს/მხარეს ეკუთვნის, შესაძლოა საბოლოოდ თქვენს კომპიუტერზე დაინსტალირდეს, ან პიროვნული მონაცემები აიღოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურნი ვართ. ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ პირდაპირ მესამე პირთან/მხარესთან.
5. Cooki – ფაილები
იმისათვის, რომ ჩვენმა ვებგვერდმა მრავალფუნქციურად იმუშაოს, მისი გამოყენება კომფორტული გავხადოთ და იმავდროულად ოპტიმალურად გავზარდოთ ჩვენი შემოთავაზებები, ვიყენებთ ე.წ. „Cooki-ფაილებს“. Cooki-ფაილები ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით თქვენს კომპიუტერშია (ან სხვა რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობაში) დამახსოვრებული.
Cookie-პარამეტრების შესაცვლელად, დააწკაპუნეთ აქ: Cookie-პარამეტრების შეცვლა
Cooki-ფაილების კატეგორიები
Cooki-ფაილებს ჩვენ სხვადასხვა მიზნებისა და ფუნქციისთვის ვიყენებთ. საჭიროა განვასხვავოთ, აუცილებელია თუ არა ტექნიკური თვალსაზრისით (ტექნიკური აუცილებლობა) მათი გამოყენება, რამდენ ხანს მოხდება მათი შენახვა და გამოყენება (შენახვის ვადა) და ვის მიერაა ის მოწოდებული – ჩვენი ვებგვერდის, მესამე მხარის თუ სხვა რომელიმე მომწოდებლის მიერ (Cooki-ფაილის მომწოდებელი).
ტექნიკური მოთხოვნები/სამართლებრივი ბაზა
ტექნიკურად აუცილებელი Cooki-ფაილები: ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ Cooki-ფაილებს, რადგან ამის გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს. ეს აუცილებელია ჩვენი ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისათვის. ხსენებული Cooki-ფაილები აქტიურდება მომხმარებლის ვებგვერდზე შესვლისთანავე ან გარკვეული ფუნქციების გამოყენებისას, თუკი რათქმაუნდა თქვენ Cooki-ფაილების გამოყენება დაბლოკილი არ გაქვს თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. Cooki-ფაილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისას სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილება, კერძოდ კი მე-6 მუხლი, 1-ლი აბზაცი, ნაწილი f) DS-GVO.
ტექნიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი Cooki-ფაილები: ტექნიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი Cooki-ფაილები: ეს უკანასკელი გამოიყენება, ჩვენი ვებგვერდის მუშაობის სიმძლავრისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად ან თუნდაც თქვენგან დაყენებული პარამეტრების შესანახად. ტექნიკურად ნაკლებად მნიშვნელოვან Cooki-ფაილები ვიყენებთ ასევე ჩვენი ვებგვერდის გარკვეული სფეროების გამოყენების სიხშირის დასადგენად. ამ სახით ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული გავხადოთ ჩვენი ვებგვერდი. ჩვენ არ ვინახავთ ტექნიკურად ნაკლებად მნიშვნელოვან Cooki-ფაილებს, სანამ თქვენ არ მონიშნავთ/დააჭერთ შესაბამის ნიშანს და ამით არ დაადასტურებთ, რომ ჩვენი მითითება Cooki-ფაილები შესახებ აღიქვით და შემდეგ გააგრძელებთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას. Cooki-ფაილები მიერ მოპოვებულ მონაცემებს ჩვენ ვამუშავებთ DS-GVO-ს, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (მუხლი 6, აბზაცი 1, პუნქტი a) თანახმად.
შენახვის ვადა
სესიის Cooki-ფაილები: Cooki-ფაილების უმეტესობა აქტიურია მხოლოდ იმ დროს, როდესაც მომხმარებლები სარგებლობენ ვებგვერდით, როგორგ კი თქვენ დატოვებთ ჩვენს ვებგვერდს ან გავა თქვენი სესიის დრო ისინი იშლება, შესაბამისად კარგავენ მოქმედების ძალას (ე.წ. „Session Cookies“). მსგავსი Cooki-ფაილები ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ თქვენი ვებგვერდის მონახულების პერიოდში, შენარჩუნებულ იქნას გარკვეული ინფორმაციები.
მუდმივი Cooki-ფაილები: გარკვეულ შემთხვევებში Cooki-ფაილები დიდი ხნის ვადით ინახება, რათა მოგვიანებით თქვენს მიერ ვებგვერდის განმეორებითი მონახულების შემთხვევაში ადვილად მოხდეს ამოცნობა და დამახსოვრებული პარამეტრების გამოძახება. ამ გზით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, უფრო სწრაფად და მოხერხებულად დაუკავშირდეთ ჩვენს ვებგვერდს და გარკვეული პარამეტრები, როგორიცაა მაგალითად ენა, თავიდან არ დააყენოთ. მუდმივი Cooki-ფაილები წინასწარ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება, თუკი თქვენ ის გვერდი ან დომეინი გახსენით, რომლისგანაც დაისვა Cooki-ფაილი.
Cooki-ფაილების მომწოდებელი
მესამე მომწოდებლის Cooki-ფაილები: ე.წ. მესამე მომწოდებლის Cooki-ფაილების გამოყენება ხდება სხვა ვებგვერდების, მაგალითად ვებ-ანალიტიკური პროგრამების მიერ. დამატებით ინფორმაციას ვებ-ანალიტიკური პროგრამების და მათი გავრცელების არეალის შესახებ მიიღებთ ხსენებული პოლისის მიმდინარეობისას. მესამე მომწოდებელს ასევე შეუძლია Cooki-ფაილების გამოყენება რეკლამის ჩვენების ან სოციალური ქსელის შინაარსის (მაგ.: სოციალური პლუგინის) ინტეგრირების მიზნით.
წაშლა და წინააღმდეგობა Cooki-ფაილების გამოყენების მიმართ
Cooki-ფაილების აღიარება ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას სავალდებულო არაა. თუკი არ გსურთ რომ Cooki-ფაილების შენახვა მოხდეს თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის შესაბამისი ფუნქციის დახმარებით მოახდინოთ მათი დეაქტივაცია. ბრაუზერში დამახსოვრებული Cooki-ფაილების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუკი თქვენ არ ცნობთ Cooki-ებს, ამან შესაძლოა ჩვენი შემოთავაზებების ფუნქციური შეზღუდვა გამოიწვიოს.
ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას, შესაძლოა დამახსოვრებულ იქნას შემდეგი Cooki-ფაილები:
Cooki-ფაილის სახელწოდება | ტექნიკური მნიშვნელობა | შენახვის ვადა | Cooki-ფაილის მომწოდებელი | გამოყენების მიზანი/ინტერესი |
---|---|---|---|---|
PHPSESSID | დიახ | სესიის Cooki-ფაილები (სესიის დასასრული) |
DAAD | ხსენებული Cooki-ფაილი მნიშვნელოვანია მომხმარებლის აუთენთიფიკაციისთვის სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან და ასევე Symfony-Forms (bspw. Kontaktformular) გამოყენებისას. |
daad_cookie_consent | დიახ | მუდმივი Cooki-ფაილები (1 წელი) |
DAAD | მოცემული Cookie-ფაილი ინახავს თქვენს Cookie-პარამეტრებს და უზრუნველყოფს, რომ მითითება Cookie-ფაილების გამოყენების შესახებ ყოველ ჯერზე არ გამოჩნდეს ვებგვერდის მონახულებისას. |
_ga | არა | მუდმივი Cooki-ფაილები (2 წელი) | Google LLC | ეს Cooki-ფაილი გამოიყენება Google Analytics-ში მომხმარებლის გამორჩევისთვის. |
_gat | არა | მუდმივი Cooki-ფაილები (1 წუთი) | Google LLC | ეს Cooki-ფაილი გამოიყენება Google Analytics-ში შეკითხვების შემცირების მიზნით. |
_gid | არა | მუდმივი Cooki-ფაილები (24 საათი) | Google LLC | ეს Cooki-ფაილი გამოიყენება Google Analytics-ში მომხმარებლის გამორჩევისთვის. |
6. პერსონალური მონაცემების მიმღები
შიდა მიმღები: DAAD შიდა სტრუქტურაში პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პიროვნებებს, რომლებსაც ეს უკანასკნელი 3. პარაგრაფში მოცემული მიზნებისთვის ესაჭიროებათ.
გარე მიმღები: თქვენს პერსონალურ მონაცემებს, DAAD გარდა სხვა გარე მიმღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავცემთ, თუ ეს თქვენი შეკითხვის დამუშავებისა და სიცხადისთვის იქნება საჭირო, ან თუ არსებობს სხვა სახის სამართლებრივი დაშვება ან თქვენი თანხმობა ამის შესახებ.
მონაცემების გარე მიმღები შესაძლოა იყოს:
ა) სამუშაოს გადამამუშავებელი გარე პროვაიდერი, რომელსაც ჩვენ სერვისის მისაღებად ვიყენებთ, მაგალითად ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ტექმომსახურების სფეროში, DAAD-ის შემოთავაზებისთვის ან შინაარსის მოწოდებისთვის. სამუშაოს გადამამუშავებლის შერჩევა ჩვენს მიერ საგანგებოდ ხდება და მისი გადამოწმებაც სისტემატურად მიმდინარეობს, რათა გარანტირებული ვიყოთ, რომ თქვენი პირადი სფერო დაცულია. პროვაიდერებს მონაცემების გამოყენება, მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის შეუძლიათ.
ბ) საჯარო სამსახურები
უწყებები ან სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორებიცაა მაგალითად პროკურატურა, სასამართლო ან ფინანსური ორგანიზაციები. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონის წინაშე იძულებულნი ვართ, რომ გადავცეთ მათ პირადი მონაცემები.
გ) კერძო უწყებები
პარტნიორული პროგრამების მონაწილეები ან დამხმარე პიროვნებები, რომელთაც მონაცემები თანხმობის სახით ან გადაუდებელი აუცილებლობის გამო გადაეცემათ.
7. მონაცემთა გადამუშავება მესამე ქვეყანაში
თუკი მონაცემები გადაეცემა ისეთ უწყებას, რომლის ადგილსამყოფელი ან მონაცემთა გადამუშავების ადგილი არ იმყოფება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან ევროპის ეკონომიკური სივრცის რომელიმე სახელმწიფოში, მონაცემთა გადაცემამდე დგინდება, რომ მიმღები ერთი მხრივ მიეკუთვნება კანონით დადგენილ გამონაკლისს ან არსებობს შესაბამისი მონაცემთა დაცვის სტანდარი, შესაბამისად არსებობს თქვენი თანხმობა (მაგალითად: ევროპული კომისიის დადგენილება შესაბამისობის შესახებ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მემორანდუმით განსაზღვრული მიმღების თვით-სერტიფიცირება, რაც ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს ან ევროკავშირის შეთანხმება ევროკავშირის სტანდარტული ხელშეკრულების მუხლების შესახებ მიმღებთან). ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მესამე ქვეყანაში არსებული მიმღებების შესახებ, ასევე იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომლებიც ადგენენ მონაცემტა დაცვის შესაბამის სტანდარტს. თუ შეიძლება ისარგებლეთ ამ შემთხვევაში პუნქტი 1 მითითებული ინფორმაციით.
8. მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა
პერსონალური მონაცემების შენახვის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამის ქვეთავში მონაცემთა გადამუშავების შესახებ. გარდა ამისა არსებობს ზოგადი წესი: ჩვენ იმ ვადით ვინახავთ პერსონალური მონაცემებს, რა ვადითაც მათი გამოყენება მიზნის მისაღწევად არის საჭირო. თქვენი თანხმობის შემთხვევაში კი მანამ, სანამ უკან არ გამოითხოვთ თქვენს დასტურს. თქვენი პროტესტის შმთხვევაში, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუმცა მათი შემდგომი გადამუშავება ნებადართულია კანონის ნორმების მიხედვით. თქვენი სურვილის შემთხვევაში თქვენს პირად მონაცემებს მაინც წავშლით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის წინაშე შესაძლოა სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდეს.
9. დაზარალებულთა უფლებები
მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით დაზარალებულ პიროვნება ბევრი უფლებით არის აღჭურვილი. კონკრეტულად:
ინფორმაციის მიღების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენი პიროვნების შესახებ ამოღებული მონაცემების შესახებ.
შესწორებისა და წაშლის უფლება: თქვენ უფლება გაქვთ მოიტხოვოთ ჩვენგან მცდარი მონაცემების ჩასწორება, ან თუ ამის კანონიერი წინაპირობა არსებობს, მონაცემთა სრული წაშლა.
მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა: თუ ამის კანონიერი წინაპირობა არსებობს, თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.
მონაცემთა გადაცემა: თუკი თქვენ ხელშეკრულების ან თანხმობის საფუძველზე უკვე მოგვაწოდეთ მონაცემები, კანონიერი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადმოგზავნილი მონაცემბის მიღება შეგეძლებათ სტრუქტურირებული, მისაწვდომი და მანქანური წესით წაკითხვად ფორმატში მოგაწოდოთ ან გადავცეთ ეს მონაცემები სხვა პასუხისმგებელს.
მონაცემთა გადამუშავების გაპროტესტება სამართლებრივ საფუძველზე „კანონიერი ინტერესი“ DSGVO, მუხლი 6, აბზაცი 6, პუნქტი f):
თქვენ უფლება გაქვთ, მიზეზების გამო, რომლებიც განსაკუთრებული მდგომარეობითაა განპირობებული, წახვიდეთ მონაცემთა გადამუშავების წინააღმდეგ. სამართლებრივად ეს იდენტიფიცირდება, როგორც „სამართლიანი ინტერესი“. როგორც კი თქვენ გამოიყენებთ გაპროტესტების უფლებას, ჩვენ შევაჩერებთ თქვენი მონაცემების გადამუშავებას. თუმცა კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია გადაუდებელი მიზეზების დასახელება და ამით მონაცემთა შემდგომი გადამუშავების აუცილებლოს დასაბუთება, რაც გადაწონის თქვენს უფლებებს.
თქვენი უფლებების გამოყენებისთვის ისარგებლეთ პარაგრაფ 1-ში მითითებული საკონტაქტო მონაცემებით.
პროტესტი Cooki-ფაილების გამოყენების წინააღმდეგ: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოთქვათ უკმაყოფილება Cooki-ფაილების გამოყენების გამო. დეტალებს ამ საკითხის ირგვლივ შეგიძლიათ გაეცნოთ პარაგარაფ 5-ში/ინფორმაცია Cooki-ფაილების შესახებ.
თანხმობის უკან გამოთხოვა: თუკი თქვენგან მივიღებთ თანხმობას პირადი მონაცემების გადამუშავების შესახებ, თანხმობის უკან გამოთხოვა შეგეძლებათ ნებისმიერ დროს. თანხმობის უკან გამოთხოვამდე თქვენი მონაცემბის გადამუშავების უფლება უცვლელი რჩება.
ჩივილის უფლება სამეთვალყურეო უწყების მიმართ: თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება არსებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინების გარეშე ხდება, საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ პასუხისმგებელ სამეთვალყურეო უწყებას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ იმ სამეთვალყურეო უწყებას, რომელსაც საცხოვრებელი მისამართის ტანახმად ეკუთვნით ან ჩვენზე პასუხისმგებელ სამეთვალყურეო ორგანიზაციას.
კონტაქტი ჩვენთან: შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კითხვების შემთხვევაში პირადი მონაცემების გადამუშავების შესახებ, ასევე დაზარალებულის უფლებებისა და თანხმობის გაცემის შესახებ. ზემოთჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობისათვის მიმართეთ datenschutzdaad.de ან გამოაგზავნეთ ფოსტა პარაგრაფ 1-ში მითითებულ მისამართზე. თუ შეიძლება დარწმუნდით, რომ ჩვენ ხელგვეწიფება თქვენი პიროვნების ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირება.
10. მონაცემთა დაცვის შესახებ პასუხისმგებელი
მონაცემთა დაცვის შესახებ პასუხისმგებელი:
დოქტ. გრეგორ შეჟა (Gregor Scheja)
Scheja & Partners GmbH & Co. KG
ადენაუერის ხეივანი 136
53113 ბონი
ტელ.: +49 228 227226-0
ფაქსი: +49 228 227226-26
www.scheja-partner.de
კონტაქტი https://www.scheja-partner.de/kontakt/kontakt.html
11. ვერსია
ძალაშია მონაცემთა დაცვის შესახებ დეკლარაციის ყველაზე აქტუალური ვერსია: 03.04.2024