DAAD-ის სტიპენდიის დასრულების შემდეგ იწყება ალუმნებთან ურთიერთობის ახალი, ხანგრძლივი ეტაპი. გვსურს, რომ ყოფილმა სტიპენდიატებმა შეინარჩუნონ კავშირი ერთმანეთთან და DAAD-თან. ამ პროცესის ხელშეწყობა ჩვენი მიზანია და მის მიღწევას, პირველ რიგში, ალუმნი-გაერთიანებების შექმნით, ყოფილი სტიპენდიატებისთვის მრავალფეროვანი პროგრამებისა და ღონისძიებების შეთავაზებით ვაპირებთ.
ალუმნი-პროგრამების საშუალებით, გვსურს, სტიპენდიის ვადის ამოწურვის შემდეგ გვერდში დავუდგეთ ყოფილ სტიპენდიატებს. DAAD ალუმნებს განიხილავს, როგორც ორგანიზაციის გლობალური ქსელის ნაწილს და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.
ვებ-შემოთავაზებები DAAD-ის გერმანელი და უცხოელი ალუმნებისთვის
მომსახურების სივრცე ალუმნებისთვის
მომსახურების სივრცე DAAD-ის გერმანელ და უცხოელ ალუმნებს სთავაზობს დარგობრივი ლიტერატურის გამოწერას, ჟურნალს ყოფილი სტიპენდიატებისთვის, საინფორმაციო ფურცელს (Newsletter) და ა.შ.
ყოველთვიური გამოცემა DAAD-ის ალუმნებისათვის Letter გაგაცნობთ საინტერესო მოვლენებს მეცნიერების, კულტურის, გერმანიისა და ალუმნი-გაერთიანებების გლობალური ქსელის შესახებ.
DAAD-ის ალუმნებს მთელს მსოფლიოში შეხვდებით. 70-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი 160-ზე მეტი გაერთიანება ყოფილი სტიპენდიატების ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს. ყოფილი სტიპენდიატები ურთიერთობას ინარჩუნებენ როგორც მასპინძელ უმაღლეს სასწავლებელთან, ასევე DAAD-სთან.
კურსდამთავრებულებს, რომელთაც გერმანიაში მიიღეს განათლება, შესაძლებლობა აქვთ პორტალის საშუალებით შეინარჩუნონ ურთიერთობა ერთმანეთთან. გარდა ამისა, პორტალი მათ საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საწარმოებს. ნუ დააყოვნებთ, დარეგისტრირდით!
DAAD-ის შეთავაზებები განკუთვნილია ერთი მხრივ უცხოელი ალუმნებისთვის, რომელთაც ერთი წელი დაჰყვეს გერმანიაში, მეორე მხრივ კი გერმანიის უმაღლესი სასწავლებლებისათვის, რათა მათ შეძლონ კავშირის შენარჩუნება თავიანთ უცხოელ კურსდამთავრებულებთან.
შეიტანეთ წვლილი განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში. DAAD-ის ფონდი მიესალმება თქვენგან მიღებულ შემოწირულობას და საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სტიპენდიების თანამონაწილე.
Kick-start your future career in Financial Management!
If you are interested in management and finance our premium MBA program Financial Management with an optional Dual Degree from UniSC Australia and a Bloomberg Lab could be just right for you!
The Munich Center for Machine Learning (MCML) offers several fully funded PhD positions in any field of research within the domains of machine learning!
MBA & Engineering in Life Science Management Programme
Internationally accredited MBA&E providing life science expertise required in leaders of the future combining comprehensive, industry-specific knowledge and management skills.